პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, მათი უკეთ მომსახურება. ბიზნესის მართვის საქმეში მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება, რომ ბუნებაში ყველაფერი ციფრებით და მარტივი გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს. კომპიუტერის დახმარებით ცხრილებისა და დიაგრამების აგების ტექნიკის ათვისება.
პროექტის აქტუალობა:საკითხი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც მოსწავლეებს ყოველდღიურ ცხოვრებაში სჭირდებათ მათემატიკის პრაქტიკული ცოდნა.
პროექტის მიზნები:
მათემატიკის დაინტერესების გაზრდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი საჭიროების ჩვენება; განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარი, დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას, ინფორმაციის დახარისხებას და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების(სვეტოვანი,წრიული) სახით,გუნდურობის პრინციპში უკეთ გარკვევა.მონაწილეთა ასაკი:VIII კლ.
ვადები/ხანგრძლივობა:ერთი კვირა.
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები დაეუფლებიან მარტივ გამოთვლით ტექნიკას და მისი გამოყენების პრაქტიკას, დამოუკიდებელი მუშაობის ჩვევას. ისწავლიან მონაცემების, ცხრილების და დიაგრამების გამოსახვას, განიმტკიცებენ კომპიუტერთან მუშაობის ჩვევას, გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს.
პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:სოფელში არსებული პურის საცხობები, ფოტოაპარატი, საწერი მასალა და კალკულატორი, კომპიუტერი.
პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):
- მოსწავლეები იყოფიან სამ ჯგუფად.
II ჯგუფს დაევალა დააკვირდეს რამდენი პური ცხვება ერთჯერადად(ანუ რამდენ პურს იტევს თონე) და რამდენი თონე პურის გამოცხობაა საჭირო მოსახლეობის დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
III ჯგუფს დაევალა დააკვირდეს რა რაოდენობით ცხვება თეთრი, რუხი და შავი პური, შესაბამისად, განსხვავდება თუ არა ფასები ერთმანეთისგან .
2.დაკვირვების შედეგად მოპოვებული მონაცემები დააფიქსირონ ცხრილის, დიაგრამის (სვეტოვანი/წრიული) სახით.
3. პროცენტულად გამოიანგარიშონ მოსწავლეებმა თეთრი, რუხი და შავი პურის რამდენი პროცენტი იყიდება ყოველდღიურად საშუალოდ.
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან
კაშირი:შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას.
პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარიამ ძამუკაშვილი
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marina.dzamukashvili61@gmail.com
პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://marina-ict2.blogspot.com/
No comments:
Post a Comment