Friday, May 13, 2016

ტრენინგის შეჯამება

შესაძლებლობები  რომელიც მომცატრენინგმა შემიძლია ისტ-ის ინსტრუმენტების რესურსების შერჩევა და მისადაგება სასწავლო პროცესში განხორციელებული აქტიობებისადმი, ტექნიკური საშუალებების ეფექტიანად გამოყენება,ისტი-ს გამოყენება კვლევითი სამუშაოს დაგეგმვისას დაშენახვა ელექტრონული ფორმით, მოპოვებული მონაცემების ორგანიზება და ხელსაყრელი ფორმით წარმოდგენა ისტ-ის საშუალებით, ცხრილებისა და გრაფიკების წარმოდგენა ისტ-ის საშუალებით, მონაცემთა გამოსახვის ადექვატურ ფორმას ისტ-ის დახმარებით, ციფრული კომუნიკაციის საშუალებებს მოსწავლეთა შეფასებისა და უკუკავშირისათვის, შეფასების სქემების და რუბრიკების შექმნა ელექტრონულ ფორმატში.
      აღნიშნულ კომპეტენციებს გამოვიყენებ კოლეგებთან და საზოგადოების სხვა წევრებთან კომუნიკაციის დროს, მარტივი სამომხმარებლო ინსტრუმენტის ან/რედაქტორს ვებ-რესურსის შესაქმნელად  და ინტერნეტში განსათავსებლად. გავუზიარებ კოლეგებს და ფართო საზოგადოებას სასწავლო პროცესის, გაკვეთილის გეგმის,გამოყენებული პედაგოგიური ხერხებისა და რესურსების აღმწერ მასალებს ისტ საშუალებების გამოყენებით.გამოვიყენებ პორტფოლიოს საწარმოებლად ელექტრონულ ფორმატში.

Wednesday, May 11, 2016

Sunday, May 8, 2016

სასწავლო პროექტი

პროექტის სახელწოდება:მათემატიკა პურის  საცხობში

პროექტის მთავარი იდეა(თემა)1-2 წინადადებით:მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინება, მათი უკეთ მომსახურება. ბიზნესის მართვის საქმეში მარტივი მათემატიკური გამოთვლების გამოყენება. მოსწავლეთათვის მათი მნიშვნელობის გააზრება, რომ ბუნებაში ყველაფერი ციფრებით და მარტივი  გამოთვლებით შეიძლება გამოისახოს. კომპიუტერის დახმარებით ცხრილებისა და დიაგრამების აგების ტექნიკის ათვისება. 

პროექტის აქტუალობა:საკითხი  აქტუალურია  იმდენად, რამდენადაც მოსწავლეებს  ყოველდღიურ  ცხოვრებაში  სჭირდებათ მათემატიკის  პრაქტიკული  ცოდნა.


პროექტის მიზნები:

მათემატიკის დაინტერესების გაზრდა, ყოველდღიურ ცხოვრებაში მისი საჭიროების ჩვენება; განუვითარდეთ მოსწავლეებს კვლევა-ძიების უნარი, დაეუფლონ მარტივი მათემატიკური გამოთვლების ტექნიკას, ინფორმაციის დახარისხებას და გამოსახვას ცხრილებისა და დიაგრამების(სვეტოვანი,წრიული) სახით,გუნდურობის პრინციპში უკეთ გარკვევა.მონაწილეთა ასაკი:VIII კლ.

ვადები/ხანგრძლივობა:ერთი  კვირა.

მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:მოსწავლეები  დაეუფლებიან  მარტივ  გამოთვლით  ტექნიკას   და  მისი  გამოყენების   პრაქტიკას,  დამოუკიდებელი  მუშაობის  ჩვევას.   ისწავლიან  მონაცემების,  ცხრილების  და  დიაგრამების  გამოსახვას,  განიმტკიცებენ  კომპიუტერთან  მუშაობის  ჩვევას,  გაუზიარებენ შთაბეჭდილებებს თანატოლებს.

პროექტისთვის საჭირო ძირითადი რესურსები:სოფელში  არსებული  პურის  საცხობები,  ფოტოაპარატი,  საწერი  მასალა და  კალკულატორი, კომპიუტერი.

პროექტის მსვლელობა(ძირითადი აქტივობები):

  1. მოსწავლეები  იყოფიან  სამ  ჯგუფად.  
            I ჯგუფს  დაევალა  შემოიაროს  სოფელში  არსებული  საცხობები და  დააკვირდნენ  მუშაობის   პროცესს:რა რაოდენობის წყალი, ფქვილი, საფუარი და მარილია საჭირო, ასევე თონისთვის საჭირო შეშის რაოდენობა.
           
 II ჯგუფს  დაევალა  დააკვირდეს რამდენი პური ცხვება ერთჯერადად(ანუ რამდენ პურს იტევს თონე) და რამდენი თონე პურის გამოცხობაა საჭირო მოსახლეობის დღიური მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად.
        
   III ჯგუფს  დაევალა  დააკვირდეს რა  რაოდენობით  ცხვება  თეთრი, რუხი და  შავი  პური,  შესაბამისად, განსხვავდება  თუ  არა ფასები  ერთმანეთისგან .

     2.დაკვირვების  შედეგად  მოპოვებული  მონაცემები  დააფიქსირონ ცხრილის, დიაგრამის (სვეტოვანი/წრიული) სახით. 

       3. პროცენტულად  გამოიანგარიშონ  მოსწავლეებმა თეთრი,  რუხი  და შავი  პურის რამდენი  პროცენტი  იყიდება   ყოველდღიურად  საშუალოდ. 

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან 
კაშირი:შეესაბამება ეროვნულ  სასწავლო  გეგმას.

პროექტის ხელმძღვანელი(მასწავლებელი):მარიამ ძამუკაშვილი

ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:marina.dzamukashvili61@gmail.com

პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი:http://marina-ict2.blogspot.com/

Saturday, May 7, 2016

პითაგორას თეორემის გამოყენება

მეორე მოდულის შეფასება

მეორე დონის ტრენინგი ძალიან ნაყოფიერი იყო ჩემთვის.
გავეცანით რჩევებს ეფექტური სლაიდის შექმნის წესზე. დავგეგმეთ გაკვეთილები, რომელიც გამდიდრებული იყო ტექნოლოგიებით. ვისწავლეთ როგორ გამოვიყენოთ ვირტუალური ლაბორატორია სასწავლო პროცესში.
ვიმუშავეთ ჟურნალის წარმოებაზე(ნიშნების გამოყვანა). შევქმენით შეფასების რუბრიკები. შევისწავლეთ პროცენტის გამოთვლა და სხვა მათემატიკური მოქმედებები. ავაგეთ გრაფიკები.